Skip Navigation

National Geographic Society Este programa se distribuye en los Estados Unidos y Canadá por National Geographic y EHD. [obtenga más información]

DVD ilustrado plurilingüe

La biología del desarrollo prenatal




პრენატალური განვითარების ბიოლოგია

.საქართველო [Georgian]


 

Descargar versión en formato PDF  ¿Qué es PDF?
 

El embrión de 8 semanas

Capítulo 30   8 semanas: desarrollo del cerebro

მე-8 კვირისათვის, ტვინი მნიშვნელოვნადაა განვითარებული და ემბრიონის მთლიანი წონის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ზრდა გრძელდება უჩვეულო სისწრაფით.

Capítulo 31   Cualidad de diestro y zurdo

მე-8 კვირისათვის, ემბრიონების 75% ავლენს მარჯვენა ხელის დომინანტურობას. დანარჩენი თანაბრად იყოფა მარცხენა ხელის დომინანტებს და არადომინანტებს შორის. ეს უადრესი გამოვლინებაა მემარჯვენეობის და მემარცხენეობისა.

Capítulo 32   Voltearse

პედიატრიული სახელმძღვანელოები აღწერს "გადაგორების" უნარს, როგორც გამოვლენილს დაბადებამდე 10-20 კვირით ადრე. თუმცა, ეს შთამბეჭდავი კოორდინაცია გაცილებით ადრე ვლინდება დაბალი გრავიტაციის გარემოში, რომელსაც ადგილი აქვს თხევად ამნიოტიკურ პარკში. მხოლოდ იმ აუცილებელი ძალის სიმცირე, რომელიც საჭიროა საშვილოსნოს გარეთ არსებული უფრო დიდი მიზიდულობის ძალის დასაძლევად, არ აძლევს საშუალებას ახალშობილებს გადაგორდნენ.

ემბრიონი კიდევ უფრო აქტიური ხდება ფიზიკურად ამ დროისათვის.

მოძრაობები შესაძლოა იყოს ნელიც და სწრაფიც, ცალკეულიც და განმეორებადიც, სპონტანურიც და რეფლექსურიც.

თავის ბრუნვა, კისრის წაგრძელება და ხელის სახესთან შეხება უფრო ხშირი ხდება.

ემბრიონის შეხება იწვევს ჰეტეროტროპიას, ყბების ამოძრავებას, ჩაჭიდებით მოძრაობებს და ფეხის წვერების გაჭიმვას.

Capítulo 33   Fusión de los párpados

მე-7 და მე-8 კვირებს შორის, ზედა და ქვედა ქუთუთოები სწრაფად იზრდება თვალებს გარშემო და ნაწილობრივ იხუჭება კიდეც.

Capítulo 34   Movimiento respiratorio y micción

მიუხედავად საშვილოსნოში არსებული უჰაერობისა, ემბრიონი ავლენს ნაწყვეტ სუნთქვით მოძრაობებს მე-8 კვირისათვის.

ამ დროისათვის, თირკმელები გამოიმუშავებს შარდს, რომელიც გამოთავისუფლდება ნაყოფის გარემომცველ წყლებში.

მამაკაც ემბრიონებში, განვითარებადი სათესლეები იწყებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და გამოყოფას.

Capítulo 35   8 a 9 meses (32 a 36 semanas): formación de alvéolos, agarre firme, preferencias de sabor

კიდურების ძვლები, სახსრები, კუნთები, ნერვები და სისხლძარღვები მეტად წააგავს ზრდასრულისას.

მე-8 კვირისათვის, ეპიდერმისი, ანუ გარე კანი მრავალშრიანი მემბრანის სახეს იღებს და მნიშვნელოვნად კარგავს გამჭვირვალობას.

წარბები იზრდება თმის პირის გარშემო გაჩენასთან ერთად.

Capítulo 36   Resumen de las primeras 8 semanas

რვა კვირა აღნიშნავს ემბრიონული პერიოდის დასასრულს.

ამ პერიოდში, ადამიანის ემბრიონი ერთი უჯრედიდან გაიზარდა 1 მილიარდ უჯრედამდე, რაც შეადგენს 4000-ზე მეტ განცალკევებულ ანატომიურ სტრუქტურებს.

ამ დროისათვის ფუნქციონირებს ემბრიონის იმ სტრუქტურების 90%-ზე მეტი, რომლებიც გააჩნია ზრდასრულ ორგანიზმს.