Skip Navigation

National Geographic Society Este programa se distribuye en los Estados Unidos y Canadá por National Geographic y EHD. [obtenga más información]

DVD ilustrado plurilingüe

La biología del desarrollo prenatal


6 a 8 semanas


პრენატალური განვითარების ბიოლოგია

.საქართველო [Georgian]


 

Descargar versión en formato PDF  ¿Qué es PDF?
 

Desarrollo embrionario: 6 a 8 semanas

Capítulo 20   6 semanas: movimiento y sensación

მე-6 კვირისათვის, თავის ტვინის ნახევარსფეროები არაპროპორციულად სწრაფად იზრდება ტვინის სხვა ნაწილებთან შედარებით.

ემბრიონი იწყებს სპონტანურ და რეფლექსურ მოძრაობას. ასეთი მოძრაობა აუცილებელია ნორმალური ნერვ-კუნთოვანი განვითარებისათვის.

შეხება პირის ღრუსთან აიძულებს ემბრიონს რეფლექსურად გასწიოს თავი.

Capítulo 21   Formación del oído externo y los glóbulos

გარე ყური იწყებს ჩამოყალიბებას.

მე-6 კვირისათვის, ღვიძლში მიმდინარეობს სისხლის უჯრედების ფორმირება, სადაც უკვე აღირიცხება ლიმფოციტები. სისხლის აღნიშნული თეთრი უჯრედები წარმოადგენს განვითარებადი იმუნური სისტემის უმთავრეს ნაწილს.

Capítulo 22   Diafragma e intestinos

დიაფრაგმა, სუნთქვისათვის აუცილებელი უპირველესი კუნთი, თითქმის ჩამოყალიბებულია მე-6 კვირისათვის.

ნაწლავების გარკვეული ნაწილი უკვე აღწევს ჭიპლარში. აღნიშნული ნორმალური პროცესი, რომელსაც ფიზიოლოგიური თიაქარი ეწოდება, წარმოქმნის სიცარიელეს მუცლის ღრუში სხვა განვითარებადი ორგანოებისათვის.

Capítulo 23   Placas de las manos y ondas cerebrales

6 კვირის ასაკში, ხელის მტევნის ჩანასახები გამოიმუშავებს წვრილ წარმონაქმნებს.

მარტივი ტვინის ელექტროენცეფალოგრამა ჯერ კიდევ 6 კვირის და 2 დღის ასაკში გაკეთდა.

Capítulo 24   Formación del pezón

ძუძუს კერტები ჩნდება სხეულის გვერდებზე ცოტა უფრო ადრე მათ საბოლოო ადგილზე მოთავსებამდე გულ-მკერდის წინა მხარეს.

Capítulo 25   Desarrollo de las extremidades

6,5 კვირისათვის, უკვე გამოკვეთილია იდაყვები, თითები იწყებს განცალკევებას და შესამჩნევი ხდება მოძრაობა.

ძვლების ფორმირება, რომელსაც ოსიფიკაცია ეწოდება, იწყება ლავიწში, ანუ ლავიწის ძვლით, და ზედა და ქვედა ყბებში.

Capítulo 26   7 semanas: hipo y reflejo de sobresalto

მე-7 კვირისათვის, შესამჩნევია სლოკინი

და ფეხის მოძრაობა, სტარტ-რეფლექსთან ერთად.

Capítulo 27   El corazón en maduración

4 კამერიანი გული თითქმის ჩამოყალიბებულია. საშუალოდ, გული ახლა წუთში 167-ჯერ ცემს.

გულის ელექტრო აქტიურობა, აღრიცხული 7,5 კვირის ასაკში, უჩვენებს ტალღების სახეობას, რომელიც წააგავს მოზრდილისას.

Capítulo 28   Ovarios y ojos

ქალებში საკვერცხეები გარჩევადია მე-7 კვირისათვის.

7,5 კვირის ასაკში, თვალის პიგმენტური ბადურა ნათლად ჩანს, ხოლო ქუთუთოები შედის სწრაფი ზრდის პერიოდში.

Capítulo 29   Dedos de las manos y de los pies

ხელის თითები განცალკევებულია, ხოლო ფეხის თითები ერთიანია მხოლოდ ფეხის გულთან.

ხელები უკვე წვდება ერთმანეთს, ისევე, როგორც ფეხები.

ასევე, უკვე ჩამოყალიბებულია მუხლის სახსრები.
6 a 8 semanas