Skip Navigation

National Geographic Society Este programa se distribuye en los Estados Unidos y Canadá por National Geographic y EHD. [obtenga más información]

DVD ilustrado plurilingüe

La biología del desarrollo prenatal




პრენატალური განვითარების ბიოლოგია

.საქართველო [Georgian]


 

Descargar versión en formato PDF  ¿Qué es PDF?
 

Desarrollo embrionario: 4 a 6 semanas

Capítulo 11   4 semanas: líquido amniótico

4 კვირის ასაკისათვის, წყლის გამჭვირვალე გარსი გარს ეკვირის ემბრიონს სითხით სავსე პარკუჭში. ამნიონური სითხე, რომელსაც ნაყოფისმიერი წყლები ეწოდება, იცავს ემბრიონს დაზიანებისაგან.

Capítulo 12   El corazón en acción

ჩვეულებრივ, გული წუთში 113-ჯერ ცემს.

დააკვირდით როგორ იცვლის გული ფერს სისხლის შედინების და გამოდინებისას მის კამერებში ყოველი ცემისას.

გული, დაბადებამდე, თითქმის 54 მილიონჯერ სცემს, ხოლო 80 წლიანი სიცოცხლის მანძილზე - 3,2 მილიარდჯერ.

Capítulo 13   Crecimiento del cerebro

ტვინის სწრაფი ზრდა ნათელია ცვალებადი გარეგნული სახით: წინა ტვინის, შუა ტვინის, და უკანა ტვინის.

Capítulo 14   Esbozos de las extremidades y piel

ზედა და ქვედა კიდურების განვითარება იწყება კიდურების ჩანასახების წარმოქმნით 4 კვირის ასაკში.

ამ დროს კანი გამჭვირვალეა, რადგან ის მხოლოდ ერთი უჯრედის სისქისაა.

კანის შესქელებასთან ერთად, ის კარგავს გამჭვირვალობას, რაც ნიშნავს, რომ შეგვეძლება დავაკვირდეთ შიდა ორგანოების განვითარებას მხოლოდ კიდევ ერთ თვეს.

Capítulo 15   5 semanas: hemisferios cerebrales

მე-4 და მე-5 კვირებს შორის, ტვინი აგრძელებს სწრაფ ზრდას და იყოფა 5 ცალკეულ ნაწილად.

თავი ემბრიონის სრული მოცულობის 1/3-ს შეადგენს.

ჩნდება თავის ტვინის ნახევარსფეროები, რომლებიც ნელ-ნელა იქცევა ტვინის უდიდეს ნაწილებად.

ფუნქციები, რომლებსაც საბოლოოდ წარმართავს თავის ტვინი, მოიცავს აზროვნებას, სწავლის უნარს, მეხსიერებას, მეტყველებას, მხედველობას, სმენას, შეგნებულ მოძრაობას და პრობლემების გადაჭრის უნარს.

Capítulo 16   Vías respiratorias principales

სუნთქვის სისტემაში წარმოიშვება ბრონქების მარჯვენა და მარცხენა ძირითადი ღერო და საბოლოოდ შეაერთებს ტრაქეას, ანუ სასულეს ფილტვებთან.

Capítulo 17   Hígado y riñones

ყურადღება მიაქციეთ მკვრივ ღვიძლს, რომელიც ავსებს მუცლის ღრუს მფეთქავი გულის მეზობლად.

მუდმივი თირკმელები ყალიბდება მე-5 კვირისათვის.

Capítulo 18   Saco vitelino y células germinales

ყვითრის პარკი შეიცავს ადრეული რეპროდუქციის უჯრედებს, რომელსაც ემბრიონული უჯრედები ეწოდება. მე-5 კვირისათვის, ეს ემბრიონული უჯრედები განიცდის მიგრაციას რეპროდუქციის ორგანოებისაკენ, რომლებიც თირკმელებს ესაზღვრება.

Capítulo 19   Placas de las manos y cartílago

ასევე მე-5 კვირისათვის, ემბრიონი ივითარებს ხელის მტევნის ჩანასახებს, ხოლო ხრტილის ფორმირება იწყება 5,2 კვირის ასაკში.

აქ ჩვენ ვხედავთ მარცხენა ხელის მტევნის ჩანასახს და მაჯას 5 კვირის და 6 დღის ასაკში.