Skip Navigation

National Geographic Society Este programa se distribuye en los Estados Unidos y Canadá por National Geographic y EHD. [obtenga más información]

DVD ilustrado plurilingüe

La biología del desarrollo prenatal


6 meses hasta el nacimiento


პრენატალური განვითარების ბიოლოგია

.საქართველო [Georgian]


 

Descargar versión en formato PDF  ¿Qué es PDF?
 

Capítulo 43   5 a 6 meses (20 a 24 semanas): responde al sonido; cabello y piel; edad de viabilidad

24-ე კვირისათვის, ქუთუთოები კვლავ იხსნება და ნაყოფი ავლენს თვალის დახამხამებით რეაქციას. აღნიშნული რეაქცია მოულოდნელ ძლიერ ხმაურზე, ჩვეულებრივ, უფრო ადრე მდედრ ნაყოფში ვითარდება.

რამდენიმე მკვლევარის ცნობით, ძლიერი ხმაურით ზემოქმედებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის ჯანმრთელობაზე. დაუყონებლივ გამოვლენილი შედეგები მოიცავს გულისცემის სიხშირის გახანგრძლივებულ მატებას, ემბრიონის გადამეტებულ ყლაპვას და ქცევის მყისიერ ცვლილებებს. პერსპექტივაში გამოვლენილი შესაძლო შედეგია სმენის დაკარგვა.

ნაყოფის სუნთქვის სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს 44 ინჰალაცია-ექსჰალაციურ ციკლამდე წუთში.

ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში, ტვინის სწრაფი ზრდა მოიხმარს იმ ენერგიის 50%-ზე მეტს, რომელსაც ხარჯავს ნაყოფი. ტვინის წონა იზრდება 400-500%-ით.

26-ე კვირისათვის, თვალებში გამომუშავდება ცრემლი.

გუგები რეაგირებს სინათლეზე ჯერ კიდევ 27-ე კვირისათვის. აღნიშნული რეაქცია არეგულირებს სინათლის რაოდენობას, რომელიც აღწევს ბადურამდე სიცოცხლის განმავლობაში.

ფუნქციონირებს ყნოსვისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტი. ადრეულად შობილი ბავშვების შესწავლამ გამოავლინა სუნის ამოცნობის უნარი ჯერ კიდევ 26-ე კვირაში განაყოფიერების შემდეგ.

ტკბილი გემოს მქონე ნივთიერების ნაყოფის გარემომცველ წყლებში მოთავსება ზრდის ნაყოფის მიერ გამოვლენილი ყლაპვითი მოძრაობების სიხშირეს. ამის საპირსპიროდ, ყლაპვითი მოძრაობების სიხშირის შემცირება მოსდევს მწარე გემოს მქონე ნივთიერების შეყვანას. ხშირად, ამას მოსდევს სახის გამომეტყველების ცვლილებაც.

ნაბიჯის მსგავსი ფეხის მოძრაობით, რაც სიარულს წააგავს, ნაყოფი ბრუნებს ასრულებს.

ნაყოფი უფრო ნაკლებად დანაოჭებული ხდება ცხიმის კანის ქვეშ მატებასთან ერთად. ცხიმი სასიცოცხლო როლს ასრულებს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებისათვის და ინახავს ენერგიას დაბადების შემდეგ.

Capítulo 44   7 a 8 meses (28 a 32 semanas): discriminación de sonidos, estados de comportamiento

28-ე კვირისათვის, ნაყოფს შეუძლია გაარჩიოს მაღალი და დაბალი ტონის ხმა.

30-ე კვირისათვის, ხშირდება სუნთქვითი მოძრაობა და საშუალოდ, მუცლადყოფნის დროის 30-დან 40%-მდე იკავებს.

ფეხმძიმობის ბოლო 4 თვის განმავლობაში, ნაყოფს ახასიათებს კოორდინირებული აქტიურობის პერიოდები, რომლებსაც მოსვენების პერიოდები ენაცვლება. ქცევის აღნიშნული ფორმები ასახავს ცენტრალური ნერვული სისტემის სულ. უფრო მზარდ კოპმლექსურობას.

Capítulo 45   Las extremidades y la piel

32-ე კვირისათვის, ნამდვილი ალვეოლები, ანუ ჰაერის "ღრუები", იწყებს ჩამოყალიბებას ფილტვებში. ისინი განაგრძობს ფორმირებას 8 წლის ასაკამდე.

35-ე კვირისათვის, ნაყოფს ახასიათებს ჩაჭიდების ჩამოყალიბებული უნარი.

ნაყოფის მოხვედრა სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, როგორც ირკვევა, დაბადებისას გავლენას იქონიებს ყნოსვით გემოვნებაზე. მაგალითად, ნაყოფები, რომელთა დედებიც იღებდნენ ანისულს - ნივთიერებას, რომელიც იძლევა ძირტკბილას გემოს, ავლენენ მიდრეკილებას ანისულისადმი დაბადების შემდეგომ. ახალშობილებს, რომლებიც მუცლადყოფნისას არ განიცდიდნენ ამ ზემოქმედებას, არ მოსწონთ ანისული.

Capítulo 46   9 meses hasta el nacimiento (36 semanas hasta el nacimiento)

ნაყოფი ახდენს შობის ინიცირებას დიდი რაოდენობით ჰორმონის გამოყოფით, რომელსაც ესტროგენი ეწოდება და ამით იწყებს გარდაქმნას ნაყოფიდან ახალშობილად.

მშობიარობას ახასიათებს საშვილოსნოს ძლიერი კუმშვა, რაც იწვევს ბავშვის გაჩენას.

განაყოფიერებიდან დაბადებამდე და მის შემდგომ, ადამიანის ზრდა დინამიური, უწყვეტი და რთული პროცესია. აღნიშნულ შესანიშნავ პროცესთან დაკავშირებულმა ახალმა აღმოჩენებმა ნათლად უჩვენა ნაყოფის ჩამოყალიბების სასიცოცხლო ზემოქმედება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ადამიანის ადრეული განვითარების მნიშვნელობის თაობაზე ჩვენი აღქმის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ჩვენი უნარიც გავაუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც დაბადების შემდეგ, ისე მანამდე.
6 meses hasta el nacimiento