Skip Navigation

National Geographic Society Este programa se distribuye en los Estados Unidos y Canadá por National Geographic y EHD. [obtenga más información]

DVD ilustrado plurilingüe

La biología del desarrollo prenatal




პრენატალური განვითარების ბიოლოგია

.საქართველო [Georgian]


 

Descargar versión en formato PDF  ¿Qué es PDF?
 

Capítulo 1   Introducción

დინამიური პროცესი, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ერთუჯრედიანი ზიგოტა გარდაიქმნება 100 ტრილიონი უჯრედისაგან შემდგარ ზრდასრულ ორგანიზმად, სავარაუდოდ, ყველაზე შესანიშნავ ფენომენს წარმოადგენს ბუნებაში.

დღეისათვის, მკვლევარებისათვის ცნობილია, რომ მრავალი ყოველდღიური მოქმედება, შესრულებული ზრდასრული ორგანიზმის მიერ, ყალიბდება ფეხმძიმობის პერიოდში, ხშირად, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.

შობის წინა მომწიფების პერიოდი სულ უფრო ხშირად აღიქმება, როგორც მოსამზადებელი დრო, რომლის განმავლობაშიც ადამიანის განვითარებადი ორგანიზმი იძენს მრავალ სტრუქტურას და ავარჯიშებს მრავალ უნარ-ჩვევას, რომელიც საჭიროა შობის შემდგომი გადარჩენისათვის.

Capítulo 2   Terminología

ადამიანის ფეხმძიმობა, ჩვეულებრივ, 38 კვირამდე გრძელდება განაყოფიერების, ანუ ჩასახვის მომენტიდან დაწყებული დაბადებამდე.

განაყოფიერების შემდგომი პირველი 8 კვირის განმავლობაში, ადამიანის განვითარებად ორგანიზმს ემბრიონი ეწოდება, რაც "შიგნით მზარდს" ნიშნავს. აღნიშნულ დროს, რომელსაც ემბრიონული პერიოდი ეწოდება, ახასიათებს ორგანიზმის უმთავრესი სისტემების ჩამოყალიბება.

8 კვირის შესრულებიდან ფეხმძიმობის ბოლომდე, "ადამიანის განვითარებად ორგანიზმს "ჩანასახი" ეწოდება", რაც ნიშნავს "ჯერ არშობილ შთამომავლობას". აღნიშნული დროის განმავლობაში, რომელსაც ჩანასახის პერიოდი ეწოდება, ორგანიზმი იზრდება და მისი სისტემები ფუნქციონირებას იწყებს.

ყველა ემბრიონული და ჩანასახის ასაკი, ხსენებული ამ პროგრამაში, აღნიშნავს განაყოფიერების შემდეგომ დროს.